ტექნოლოგიების ტრანსფერის და ინოვაციების ქსელები

 

1. www.cordis.europa.eu - პორტალი CORDIS

პორტალი CORDIS ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევების პროგრამების და მათი შედეგების საჯარო წყაროა. პოტენციური პარტნიორების მოძიება მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში მონაწილეობისთვის შესაძლებელია ვრცელ მონაცემთა ბაზაში. პორტალზე განთავსებულია პარტნიორების საძიებელი ანკეტა. [https://cordis.europa.eu/partners/web/guest/home].

 

 

2. www.icsti.su - სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი

ცენტრის საიტზე განთავსებულია ინფორმაცია საინოვაციო ტექნოლოგიებზე და მეცნიერება­ტევად პროდუქტებზე, განკუთვნილს ტექნოლოგიების ტრანსფერში მონაწილეობისათვის.

 

 

3. www.innovationrelay.net - German Blog of Technology - გერმანული ტექნიკის ბლოგი

ბლოგზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია თანამედროვე მიღწევების და პრობლემატური საკითხების შესახებ შემდეგ სფეროებში: ენერგია, მობილური ტელეფონები, ინტერნეტი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ენერგოეფექტურობა.

 

 

4. www.itif.org – Information Technology and Innovation Foundation (USA) - საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების ფონდი (აშშ)

ფონდის საიტი მოიცავს სხვადასხვა სფეროში ინოვაციების შესახებ ყოველკვირეულ სიახლეებს, ინოვაციების სტიმულირების სტრატეგიების მეთოდიკას და სხვადასხვა პუბლიკაციებს და წიგნებს.

 

 

5. http://www.datainnovation.org - Data Innovation Center - საინფორმაციო ინოვაციების ცენტრი

ცენტრი არის წამყვანი Think Tank (სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი), რომელიც იკვლევს საინფორმაციო ტექნოლოგიების და საჯარო პოლიტიკის საკითხებს. ცენტრი ფუნქციონირებს ვაშინგტონში, ქმნის და მხარს უჭერს პრაგმატულ საჯარო სტრატეგიებს, რომელთა მიზანია მონაცემებზე დაფუძნებული ინოვაციების საჯარო და კერძო სექტორებისთვის მაქსიმალური სარგებლიანობის უზრუნველყოფა.

 

 

6. www.taftie.org - The European Network of Innovation Agencies - საინოვაციო სააგენტოების ევროპული ქსელი

ინოვაციების სააგენტოების ევროპულ ქსელ(TAFTIE) გაერთიანებული 30 ორგანიზაცი 28 ევროპული ქვეყნიდან ინტენსიურ რეჟიმში თანამშრომლობ ეროვნული ტექნოლოგიური პროგრამებიგანხორციელების კუთხით. ასოციაცი საშუალებას აძლევს ეროვნულ ორგანიზაციებგაეცნონ საუკეთესო გამოცდილებას სხვა წევრებსაქმიანობის ანალიზის გზით. ასევე ეხმარება მათ თანამშრომლობაში ევროპულ დონეზე.

 

 

7. http://www.cett.kz/ - Kazakh Engineering and Technology Transfer Centre - ყაზახეთის ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრი

ცენტრის მიზანია ყაზახეთის რესპუბლიკის სამრეწველო-საინოვაციო განვითარების ხელშეწყობა, სამამულო საწარმოების ტექნიკური, ტექნოლოგიური და მმართველობითი მოდერნიზაცია. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ინჟინერინგი, ტექნოლოგიების ტრანსფერი, საინოვაციო ინფრასტრუქტურის განვითარება. ცენტრი ახორციელებს საინოვაციო პროექტების ტექნოლოგიურ ექსპერტიზას და ტექნიკურ დასაბუთებას.

 

 

8. www.aitt.md/ru - Moldova Scientific Academy Innovation and Technology Transfer Agency - მოლდავეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ინოვაციების და ტექნოლოგიების ტრანსფერის სააგენტო

საიტზე მოცემულია დაწვრილებითი ინფორმაცია სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკების, საინოვაციო ინკუბატორების, სამეცნიერო-ტექნოლოგიური კლასტერების, გამოფენების და პროექტების შესახებ.

 

 

9. www.innovcentre.am – National Centre for Innovation and Entrepreneurship - სომხეთის ინოვაციების და მეწარმეობის ეროვნული ცენტრი

ცენტრი ასახავს სამეცნიერო-ტექნიკურ და საინოვაციო პოტენციალს, აწარმოებს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო გაცვლას, საინფორმაციო და საბიბლიოთეკო მომსახურებას, ხელს უწყობს საინოვაციო იდეების, ბიზნესის საინფორმაციო მომსახურების და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და ახალი ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროექტების განხორციელებას.

 

 

10. www.icatt.bam.de - iCATT - international Conformity Assessment Technologie Transfer - ტექნოლოგიების ტრანსფერის საერთაშორისო შესაბამისობის შეფასება

iCATT გერმანიის მასალათმცოდნეობის და ექსპერტიზის ინსტიტუტის განყოფილებაა, რომლის მთავარი ამოცანებია საერთაშორისო ნოუ-ჰაუს, აკრედიტაციის და მენეჯმენტის სისტემების შესაბამისობის შეფასება. iCATT-ის კომპეტენციაში შედის: ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება, შესაბამისობის შეფასების სისტემის ჩამოყალიბება, ევროკავშირის დირექტივების განხორციელება და საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტი.

 

 

11. www.steinbeis.de - Steinbeis - შტაინბაისი

„შტაინბაისი“ არის მსოფლიო აღიარების მქონე ცოდნის და ტექნოლოგიების ტრანსფერის ორგანიზაცია. ის აერთიანებს 1000 საწარმოს, რომელთა სპეციალიზაციაა კვლევა და განვითარება, კონსულტაციები და ექსპერტიზა, ასევე ტექნოლოგიების და მენეჯმენტის სფეროებში განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება.

 

 

12. www.stw.de - Zentrale – Steinbeis GmbH & Co.Ka für Technologietransfer – Steinbeis Consulting Center International Management - შტაინბაისის ტექნოლოგიების ტრანსფერის საკონსულტაციო ცენტრი

ცენტრი ახორციელებს მენეჯმენტის და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს უმაღლესი სკოლებისათვის, ხელს უწყობს უმაღლეს სასწავლებლებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობას და კონსულტაციებს უწევს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში.

 

 

13. www.zenit.de - Das Zentrum für Innovation und Technik in Nordrhein-Westfalen GmbH - ნორდრაინ-ვესტფალიის ინოვაციების და ტექნიკის ცენტრი

ZENIT მხარს უჭერს საწარმოებს იდეების შემუშავებაში, ეხმარება მათ წარმატებით რეალიზაციაში და შესაბამისი ხელშემწყობი პროგრამების მოძიებაში. ტექნოლოგიების ტრანსფერი ასევე წარმოადგენს ZENIT-ის ერთ-ერთ უმთავრეს სერვისს. ვინც ეძებს ტექნოლოგიას ან სურს ევროპის მასშტაბით მოახდინოს თავისი ტექნოლოგიის რეალიზაცია, ZENIT-თან იპოვის საჭირო ინსტრუმენტებს.

 

 

14. http://nrw.enterprise-europe-germany.de/partnersuche.html - Enterprise Europe Network - საწარმოების ევროპული ქსელი

Enterprise Europe Network წარმოადგენს ინფორმაციის და კონსულტაციის უდიდეს ქსელს ევროპაში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებებისათვის. ქსელი სთავაზობს კონკრეტულ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს ბიზნესმენებს და საწარმოებს 60-ზე მეტ ქვეყნაში. ქვეყნის შიგნით ქსელი სთავაზობს პრაქტიკულ და უფასო მხარდაჭერას საწარმოო ტექნოლოგიების და პარტნიორული პროექტების განვითარებაში, ასევე ტექნოლოგიების და ინოვაციების საზღვარგარეთ გატანაში.

 

 

15. www.tuechler.de /business/transfer.htm - Technologie Transfer, Unternehmensgründung - ტექნოლოგიის ტრანსფერი, საწარმოს დაფუძნება

ბოხუმის უნივერსიტეტის ეს ინტერნეტ-გვერდი მოიცავს ბმულებს გერმანიის იმ უმაღლეს სასწავლებლებთან, რომლებსაც გააჩნიათ ინოვაციების და ტექნოლოგიების ტრანსფერის განყოფილებები.

 

 

16. http://www.elfi.info/transferstellen/transferstellen.php - Servicestelle für ELektronische ForschungsförderInformationen - საინფორმაციო ელექტრონული სამსახური კვლევების მეცენატთა შესახებ.

ELFI ფლობს ინფორმაციას კვლევების დამფინანსებელ თუ ხელშემწყობ ორგანიზაციებზე და ხელს უწყობს უნივერსიტეტების და უმაღლესი სასწავლებელების მკვლევარებს მათ საქმიანობაში და ტექნოლოგიების ტრანსფერში.

 

 

17. www.eitep.de - EITEP – Euro Institute for Information and Technology Transfer in Environmental Protection GmbH - გარემოს დაცვის დარგში ინფორმაციის და ტექნოლოგიების ტრანსფერის ევროპული ინსტიტუტი (გერმანია)

ინსტიტუტი EITEP დაარსებულია გერმანიაში ენერგეტიკის და წყლის ტექნიკური და სამეცნიერო ასოციაციის მიერ. ინსტიტუტ EITEP-ის მთავარი ამოცანაა წყლის, ენერგეტიკის, გარემოს და ინფრასტრუქტურის დარგებში ინფორმაციის და ტექნოლოგიების ტრანსფერის სტიმულირება (წახალისება).

 

 

18. www.kooperation-international.de - საერთაშორისო თანამშრობლობა კვლევების, ცოდნის და ინოვაციების სფეროში

გერმანიის განათლების და კვლევების სამინისტროს ეს საიტი დაინტერესებულ ორგანიზაციებს და პირებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და კვლევებს, დაამყარონ კონტაქტები საერთაშორისო დონეზე, წამოიწყონ კონკრეტული პროექტები. ასევე ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას კვლევებისა და განათლების დარგში. საიტზე განთავსებულია ინფორმაცია მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ეკონომიკური და საბაზრო მდგომარეობის და ასევე წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების შესახებ.

 

 

19. www.ait.ac.at AIT – Austrian Institute of - Technologie - ავსტრიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი

ავსტრიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს - AIT ავსტრიაში საინოვაციო საქმიანობაში უკავია მოწინავე პოზიცია და ევროპულ დონეზე ასრულებს საკვანძო როლს, როგორც კვლევებისა და ტექნოლოგიების ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია მომავლის ცენტრალური ინფრასტრუქ­ტურული თემებით. მაგ. ენერგია, მობილურობა, ციფრული უსაფრთხოება და დაცულობა, ჯანმრთელობა და გარემო, ასევე საინოვაციო სისტემები.

 

 

20. www.enterpriseeuropenetwork.at იგივე www.een.at – Enterprise Europa Network - საწარმოების ევროპული ქსელი

ქსელი მოიცავს ტექნოლოგიების მონაცემთა ბანკს, რომელიც აერთიანებს ათასობით საინოვაციო ტექნოლოგიას, კვლევას და წარმოების განვითარების ახალ მოდელებს. ქსელი თავის ბიულეტენში მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას ტექნოლოგიების ახალი ტენდენციების, ახალი სამეცნიერო მიღწევების და „ნოუ-ჰაუს“ შესახებ. პარტნიორის მოძიებისას ქსელი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს საინოვაციო განვითარების და ტექნოლოგიური პროფილის შემუშავებას.

 

 

21. http://www.tat-zentrum.de/-Transferzentrum für angepasste Technologien in Rheine

- ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრი

ქ. რაინეს ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრი წარმოადგენს ამ დარგის კარგად განვითარებულ ორგანიზაციას, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიების ტრანსფერთან, ტექნოპარკებთან და ა.შ. დაკავშირებულ თითქმის ყველა ასპექტს. ცენტრის მთავარი ამოცანაა მცირე და საშუალო, ასევე ახლად შექმნილი საწარმოების მხარდაჭერა ეკოლოგიურად და სოციალურად მისაღები ტექნოლოგიების და მეთოდების განვითარებაში, ბაზარზე დამკვიდრებაში და საერთაშორისო ტექნოლოგიების ტრანსფერში.

 

 

22. www.owwz.de – Ost-West Wissenschaftszentrum - აღმოსავლეთ-დასავლეთის სამეცნიერო ცენტრი

ცენტრის მიზანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა. ცენტრი ასევე წარმოადგენს აღმოსავლეთის და დასავლეთის (ევროპის) მეცნიერთა ცოდნის გაცვლის ფორუმს, ხელს უწყობს ახალი სოციალური და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების ტრანსფერს, დიალოგს სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობის კუთხით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სთავაზობს კონსულტაციებს და ინფორმაციას. ცენტრის პროგრამები მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: რუსეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა და ბელორუსი.

 

 

23. www.unitt.jp/en- University Technology Transfer Associations, Japan (Univ. of Agricultural Technology) - უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ტრანსფერის ასოციაცია, იაპონია (აგრარული ტექნოლოგიების უნივერსიტეტი)

მოიცავს უნივერსიტეტის ინოვაციების და ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრს (UNITT), რომელიც შექმნილია რათა აკადემიასა და მრეწველობას შორის უზრუნველყოს პარტნიორობა გაცვლების, ცნობიერების ამაღლების, კვლევებისა და გამოკვლევების, წინადადებების მიწოდების მეშვეობით, ხოლო სხვა საშუალებებს ცენტრი მიზნობრივად მიმართავს, რომ დაეხმაროს უმაღლეს სასწავლებლებს ინტელექტუალური საკუთრების და ტექნოლოგიების ტრანსფერის საქმიანობაში, შეინარჩუნოს მჭიდრო თანამშრომლობა უმაღლეს სასწავლებლებსა და ტექნოლოგიების ლიცენზირების ორგანიზაციასთან (TLO).

 

 

24. www.japantechnologygroup.com - Japan Technology Group - იაპონიის ტექნოლოგიური ჯგუფი

წარმოადგენს ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ინტელექტუალური საკუთრების ტრანსფერის კომპანიას. კომპანიის ფართო ქსელი აკადემიურ და საწარმოო საზოგადოებებში იძლევა ტექნოლოგიის სფეროში კვლევის ჩატარების შესაძლებელობას. ასევე ქსელი გამოყენებულია მეცნიერებისა და წარმოების დარგებში კომუნიკაციისა და თანამშრომლობის დასაჩქარებლად. კომპანიის მისიაა ინტელექტუალური საკუთრების და ტექნოლოგიების, ბიზნესისა და კვლევების მხარდაჭერა.

 

 

25. http://www.titech.ac.jp/english- Tokyo Institute of Technology - ტოკიოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი

საიტზე განთავსებულია ინფორმაცია ინსტიტუტის კვლევით სამუშაოებზე. ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან მოქმედებს საინოვაციო კვლევების ინსტიტუტი - Institute of Innovative Research (IIR).

 

 

26. www.ninesigma.com/europe - Ninesigma Europe - მსოფლიოში ინოვაციების ორგანიზების პარტნიორი

NineSigma დახმარებას უწევს კერძო, არაკომერციულ და სახელმწიფო სექტორის ორგანიზაციებს მსოფლიოში ახალი გადაწყვეტილებების, ცოდნის პარტნიორების მოძიებაში, რათა დაჩქარდეს საინოვაციო ციკლი და პროდუქტის ბაზარზე გატანა. NineSigma-ს ონლაინ სამსახური Sigma Sights აერთიენებს ყველა სახის ნოვატორს იმ რესურსებთან და კავშირებთან, რომლებიც საჭიროა ბიზნესის ღირებულების ასამაღლებლად.

 

 

27. www.greekinnovation.eu - ინოვაციები და ტექნოლოგიების ტრანსფერი, საბერძნეთი

ამ საინფორმაციო საიტზე ყოველდღიურად ქვეყნდება ახალი ამბები ტექნოლოგიების შესახებ საბერძნეთიდან და მთელი ევროპიდან, რაც მოიცავს ინფორმაციას გამოფენების, სემინარების, საზაფხულო სკოლების, ტექნოლოგიების პრეზენტაციების და შეხვედრების, ევროპული და საერთაშორისო ტექნოლოგიების მოთხოვნების და წინადადებების, საქმიანი კონტაქტების მოძიების, ტექნოლოგიური პარტნიორობის, ინოვაციების, ევროპული და ეროვნული მხარდაჭერის პროგრამების შესახებ. საიტზე შესაძლებელია ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა ბერძნული და საერთაშორისო პორტალებიდან.

 

 

28. www.ixpos.de – The German Business Portal - გერმანიის ბიზნეს-პორტალი

სამრეწველო ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტალი ევროპაში. მასზე განთავსებულია ინფორმაცია გერმანიაში ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის და საერთაშორისო მომხმარებელს ასევე საშუალება აქვს განათავსოს თავისი ტექნოლოგიური მოთხოვნა და შეთავაზება, განსაკუთრებით მზა პროდუქტზე.

 

 

29. www.fnak.fr - Fondation Kastler - საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის ალფრედ კასტლერის ფონდი

ფონდი აფინანსებს ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში და ხელს უწყობს უცხოელ მეცნიერებთან კონტაქტების დამყარებას. ფონდის მთავარი ამოცანაა უცხოელი მეცნიერების საფრანგეთში ვიზიტის ხელშეწყობა და მათი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათთან კონტაქტების შენარჩუნება.

 

 

30. www.ideal-ist.net - EU Project - იდეალ-ისტ, ევროკომისიის პროექტი

ინფორმაციის და კომუნიკაციების ტექნოლოგიების საერთაშორისო ქსელში (ICT) ჩართულია 65 ეროვნული ICT ცენტრი ევროგაერთიანებიდან, ასოცირებული ქვეყნები (მათ შორის საქართველო), აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნები (EEPC) და ხმელთაშუა ზღვის პარტნიორი ქვეყნები (MPC), ასევე ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

 

 

31. www.federallabs.org - Federal Laboratories Consortium for Technology Transfer -ტექნოლოგიების ტრანსფერის ფედერალური ლაბორატორიების კონსორციუმი

FLC (ფედერალური ლაბორატორიების კონსორციუმი) არის „კვაზი-სამთავრობო ორგანიზაცია“ კონგრესის მანდატით, რომლის მიზანია ტექნოლოგიების გადაცემის გამარტივება ფედერალურ დონეზე და ამ სფეროში სწავლების ხელშეწყობა. შემოთავაზებულია ფორუმი ფედერალური ლაბორატორიებისთვის სწავლების, საუკეთესო გამოცდილებისაზიარების, ერთმანეთის მხარდაჭერის, ქსელის შექმნის და მიღწევების აღიარების მიზნებისთვის; FLC საინფორმაციო სამსახურების და სასურველი გარემოს შექმნის მეშვეობით (T2) ხელსწყობს ტექნოლოგიების გადაცემას.

 

 

32. http://www.nal.usda.gov/ - USA Department of Agriculture, Agricultural Library - აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, სოფლის მეურნეობის ბიბლიოთეკა.

ამ ინტერნეტ-გვერდზე მოცემულია ინფორმაცია კვლევებსა და ტექნოლოგიებზე (Research and Technology).

 

 

33. http://idw-online.de - Informationsdienst –Wissenschaft (Nachrichten, Termine, Experten) - საინფორმაციო სამსახური - მეცნიერება (სიახლეები, შეხვედრები, ექსპერტები)

მეცნიერების და კვლევების აქტუალური საკითხების სიახლეების პორტალი. მისი სერვისები უფასოა და დარეგისტრირებულ აბონენტს ინფორმაცია მიეწოდება ელექტრონული ფოსტით.

 

 

34. http://www.ittn.org.il/index.php - Israel Technology Transfer Organization - ისრაელის ტექნოლოგიების ტრანსფერის ორგანიზაცია

ისრაელის ტექნოლოგიების ტრანსფერის ორგანიზაცია (ITTN) წარმოადგენს ისრაელის ტექნოლოგიების ტრანსფერის კომპანიების ქოლგა-ორგანიზაციას, რომლებიც გაერთიანებული არიან მსოფლიოში ცნობილ უნივერსიტეტებთან და კვლევით დაწესებულებებთან. ITTN-ის საიტი ასახავს მრავალი დარგის ტექნოლოგიურ სიახლეებს.

 

 

35. www.technion.ac.il. ან http://t3.trdf.co.il/ T3 Technion Technology Transfer. - ისრაელის ტექნოლოგიების ინსტიტუტ „ტექნიონის“ ტექნოლოგიების ტრანსფერის ბიურო

ბიუროს ამოცანაა ხელი შეუწყოს გამოგონებებს, ახალ იდეებს და გაადვილოს პროდუქციის და კომპანიების შეღწევა მსოფლიო ბაზარზე. T3-ის მისიაა სამეცნიერო მიღწევების და ინოვაციების რეალურ ცხოვრებაში ასახვის გაადვილება. იგი ქმნის ოპტიმალურ კავშირებს მეცნიერებს, საწარმოებსა და ინვესტორებს შორის. T3 ხელს უწყობს ტექნოლოგიების გადაცემას კომერციული სექტორისთვის.

 

 

36. www.matimop.org.il - Office of Chief Scientist (OCS) of Israeli Ministry of Economy - ისრაელის ეკონომიკის სამინისტროს მთავარი მეცნიერის ოფისის აღმასრულებელი სააგენტო

MATIMOP არის ისრაელის ეკონომიკის სამინისტროს მთავარი მეცნიერის ოფისის აღმასრულებელი სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ისრაელის და უცხოური კომპანიების სამრეწველო კვლევებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაზე. ის ახდენს ერთობლივი საერთაშორისო კვლევების და სამრეწველო პროგრამების გენერირებას და ისრაელისა და საზღვარგარეთის საწარმოების მონაწილეობით მათ რეალიზებას.

 

 

37. http://inventors.about.com

ინფორმაცია გამომგონებლებზე და რჩევები მათთვის ვინც დაკავებულია გამომგონებლობით.

 

 

38. www.isis-innovation.com – Oxford Technology Transfer - ოქსფორდის ტექნოლოგიების ტრანსფერის ორგანიზაცია

ISIS Innovation Ltd წარმოადგენს ოქსფორდის უნივერსიტეტის დამოუკიდებელ ერთეულს და დაკავებულია საკონსულტაციო საქმიანობით ინოვაციების სფეროში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში, ასევე ახდენს კომერციულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების რეალიზაციას და დანერგვას. საიტზე მოცემულია ინფორმაცია სხვადასხვა დარგის ახალ ტექნოლოგიებზე, ინვესტიციების შესაძლებლობებზე, ტექნოლოგიურ ინკუბატორებზე.

 

 

39. http://www.rttn.ru – Russia Technology Transfer Center - რუსეთის ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრი

საიტზე მოცემულია ინფორმაცია ამ ქსელის წევრ-ორგანიზაციებზე (50 საინოვაციო ცენტრი, რუსეთის და დსთ-ს 40-ზე მეტი რეგიონიდან). ინფორმაცია ტექნოლოგიების შესახებ ხელმისაწვდომია ქსელში გაწევრიანების შემდეგ.

 

 

40. http://ictt.by – Belarus Technology Transfer Republican Center - ბელორუსის ტექნოლოგიების ტრანსფერის რესპუბლიკური ცენტრი

ცენტრის მთავარი მიზანია მეცნიერ-მკვლევარების, ინჟინრების, მეწარმეების და ინვესტორების ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა. ცენტრი მომსახურებას უწევს ბელორუსის რესპუბლიკის საინოვაციო სფეროს სუბიექტებს და აგრეთვე საზღვარგარეთის ფირმებს და ინვესტორებს.

 

 

41. www.belisa.org.by - The Belarusian Institute of System Analysis and Information Support of Scientific and Technical Sphere - ბელორუსის სისტემური ანალიზისა და სამეცნიერო-ტექნიკური სფეროს უზრუნველყოფის ინსტიტუტი

ინსტიტუტის საიტზე წარმოდგენილია საინოვაციო და ტექნოლოგიური პროდუქტები მონაცემთა ბაზის სახით.

 

 

42. www.uintei.kiev.ua – Ukraine Institute of Scientific-Technical Expertise and Information უკრაინის სამეცნიერო-ტექნიკური ექსპერტიზის და ინფორმაციის ინსტიტუტი

ინსტიტუტში ფუნქციონირებს საერთაშორისო საინფორმაციო რესურსების ფორმირების ინტეგრირებული ავტომატიზებული სისტემა (ΐΡΤΘΜΘΠ), რომელიც წარმოადგენს საინოვაციო ტექნოლოგიების ტრანსფერის საინფორმაციო მექანიზმს და მოიცავს: საინოვაციო ტექნოლოგიების, საინოვაციო პროექტების და ტექნოლოგიური დაკვეთების ბაზებს. ბაზები მოცემულია უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

 

 

43. www.lifegende.com - LifeGen.de LTD – Technology, Transfer, Consulting – ტექნოლოგიები, ტრანსფერი, კონსულტაციები

ფირმა ეხმარება ინოვაციურ საწარმოებს და საჯარო კვლევით დაწესებულებებს მათი ნოვატორული პროდუქტის გლობალურ გავრცელებაში, ინვესტორთან დაკავშირებაში და საჭიროების შემთხვევაში დაფინანსების შუამდგომლობაში.

 

 

44. www.innoget.com - ინოჯეტი

წარმოადგენს გლობალურ საიმედო და ღია ინოვაციების ქსელს ბიზნესმენების, სტარტაპების, ექსპერტებისა და აკადემიური საზოგადოებისათვის. ის იძლევა მთელ მსოფლიოში ინოვაციების დარგში თანამშრომლობის უნიკალურ შესაძლებლობას.

 

 

45. www.switt.ch – Swiss Technology Transfer Association - შვეიცარიის ტექნოლოგიების ტრანსფერის ასოციაცია

შვეიცარიის ტექნოლოგიების ტრანსფერის ასოციაციის ინტერნეტ-გვერდზე მოთავსებულია შვეიცარიის კვლევითი დაწესებულებების ტექნოლოგიური წინადადებები (ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ენებზე).

 

 

46. www.at2.kz - ყაზახეთის აგროტექნოლოგიების ტრანსფერისა და კომერციალიზაციის ცენტრი

ცენტრი ახორციელებს აგრარულ სექტორში საინვესტიციო და საინოვაციო პროექტების დამუშავებასა და რეალიზაციას. ცენტრი ეწევა შემდეგ მომსახურებას: კონსულტაციები ინვესტიციების და ტექნოლოგიების ტრანსფერის კომერციალიზაციის სფეროში, სტარტ-აპ-ის კომპანიების დაარსება და მხარდაჭერა, საექსპერტო მომსახურება მარკეტინგისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროებში.

 

 

47. www.icarti.ge – სამეცნიერო - გამოყენებით და ტექნოლოგიურ სიახლეთა ინფორმაციული პორტალი

კვლევების, ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრის ICARTI-ის მოცემული პორტალი ქართველ მეცნიერებს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდების საქმიანობისა და მიმდინარე კონკურსების შესახებ. პორტალზე განთავსებულია ქართველ მეცნიერთა ტექნოლოგიები, განკუთვნილი ჰორიზონტი 2020-ში მონაწილეობისა და ტექნოლოგიების ტრანსფერისათვის.

 

 

48. www.tekes.fi/en/programmes-and-services/strategic-centres/ Tekes - ფინეთის მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების სტრატეგიული ცენტრები

Tekes წარმოადგენს ფინეთში სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ ყველაზე მნიშვნელოვან საექსპერტო ორგანიზაციას კვლევების, შემუშავებების (R & D) და ინოვაციების დასაფინანსებ­ლად. იგი მხარს უჭერს საინოვაციო საქმიანობას კვლევით გაერთიანებებში, მრეწველობაში და მომსახურების სფეროში.

 

 

49. www.yedarnd.com – Research and Development Co.Ltd - კვლევებისა და განვითარების კომპანია

ისრაელის ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტთან (www.weizmann.ac.il) არსებული კომერციული ორგანიზაცია YEDA - მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა ტექნოლოგიების ტრანსფერის სფეროში, რომლის მიზანია სამეცნიერო მიღწევების კომერციალიზაცია. საიტზე შესაძლებელია დარგების მიხედვით არსებული ტექნოლოგიების გაცნობა.

 

 

50. http://www.astp-proton.eu - ASTP-Proton

ASTP-Proton - წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს უნივერსიტე­ტებსა და მრეწველობას შორის ცოდნის გადაცემას. მისი მიზანია კვლევების ზემოქმედების გაძლიერება ეკონომიკაზე და საზოგადოებაზე. ASTP-Proton-ის ბლოგი ეძღვნება ტექნოლოგიების ტრანსფერს მრეწველობის სფეროში და უახლესი კვლევების, ისტორიის და პროგრესის წარმოჩენას.

 

 

51. www.riis.co.za – Research Institute for Innovation and Sustainability სამხრეთ აფრიკის რესპუბ­ლიკის ინოვაციის და მდგრადობის კვლევითი ინსტიტუტი

RIIS არის ინოვაციების დარგში მაღალი დონის სამხრეთ აფრიკის კონსალტინგური ფირმა. მას გააჩნია ფართო საპარტნიორო ქსელი აფრიკასა და მთელ მსოფლიოში. RIIS-თან შექმნილია ორი საინოვაციო ორგანიზაცია: SA Innovation Summit და SA Innovation Network (SAINe), არაკომერ­ციული ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია ინოვაციების დარგში თანამშრომლო­ბის განვითარებით და მათი პროფესიონალური მართვით.

 

 

52. http://www.esa.int/Our_Activities/Space_Engineering_Technology/TTP2/Technology_Transfer_ Network3 – United Space in Europe- ის ტექნოლოგიების ტრანსფერის პროგრამა და ქსელი

ESA-ს ტექნოლოგიების ტრანსფერის საპროგრამო ოფისი იყენებს ტექნოლოგიების ბროკერების ქსელს ბაზრის მოთხოვნილების შესაფასებლად იმ სფეროებში, სადაც არის კოსმოსური ტექნოლოგიების გამოყენების პოტენციალი. გარდა ამისა, ქსელს გააჩნია ტექნოლოგიური ფორუმის ონლაინ ბაზრის მონაცემთა ბაზა, სადაც ხდება ტექნოლოგიებზე მოთხოვნების მისადაგება ხელმისაწვდომ კოსმოსურ ტექნოლოგიებთან. ESA-ს ტექნოლოგიების ტრანსფერის ქსელს (TTN) ჰყავს ბროკერები მთელ ევროპაში, რომლებიც მუშაობენ იმ ტექნოლოგიების ნოვატორული გამოყენების გამოვლენაზე, რომლებიც შემუშავებულია ESA-ს კოსმოსური პროგრამის ფარგლებში. ორგანიზაცია ასევე დაინტერესებულია კოსმოსის კვლევასა და ათვისებაში გამოსაყენებელი ტექნოლოგიების გამოვლენით.

 

 

53. https://www3.epa.gov/ttn/ - აშშ გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) ტექნოლოგიების ტრანსფე­რის ქსელი

მოცემულ ინტერნეტ-გვერდზე (საიტზე) ხელმისაწვდომია გარემოს დაცვის სააგენტოს ტექნიკური ინფორმაციის რესურსების ფონდი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ჰაერის დაბინძურების პრევენციის, რეგულირების, გაზომვის და მეცნიერული კვლევების შესახებ. EPA-ს მიზანია უზრუნველყოს, რომ გარემოსდაცვითი რისკის შემცირების ეროვნული ძალისხმევა დაეფუძნოს საუკეთესო ხელმისაწვდომ სამეცნიერო ინფორმაციას.

 

 

54. http://www.ittn.com.cn/- International technology Transfer Network - ტექნოლოგიების ტრანს­ფე­რის საერთაშორისო ქსელი, ჩინეთი

ტექნოლოგიების ტრანსფერის საერთაშორისო ქსელი წარმოადგენს პროფესიონალურ სამსახურს, რომელიც დაკავებულია ტექნოლოგიების საერთაშორისო ტრანსფერით და თანამშრომლობით საერთაშორისო ინოვაციების დარგში. ორგანიზაცია თანამშრომლობს ტექნოლოგიების ტრანსფერის და ინოვაციების სფეროში მოღვაწე სხვა ცნობილ ორგანიზაციებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. მისი მისიაა პლატფორმის შექმნა სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციებისათვის, საწარმოებისათვის და სახელმწიფო უწყებებისათვის და ხელსაყრელი პირობების შექმნა ტექნოლოგიების და ინოვაციების გადაცემის და დანერგვის სფეროებში.

 

 

55. http://www.nttn.org.ua/ - უკრაინის ტექნოლოგიების ტრანსფერის ეროვნული ქსელი

ქსელის მთავარი ამოცანაა სამეცნიერო სექტორებსა და წარმოებას შორის ტექნოლოგიების ტრანსფერი და ნოუ-ჰაუს დანერგვა; მაღალტექნოლოგიური პროდუქტის შემუშავებისა და დანერგვის დროს პატრნიორების და ინვესტორების მოძიება კოოპერირებისათვის როგორც უკრაინაში, ასევე საზღვარგარეთ; თანამშრომლობა საერთაშორისო ტექნოლოგიების ტრანსფერის ქსელებთან.

 

 

56. http://www.insme.org - The International Network for Small and Medium Sized Enterprises-INSME - მცირე და საშუალო საწარმოთა საერთაშორისო ქსელი

INSME წარმოადგენს არაკომერციულ ასოციაციას, რომელიც ღიაა საერთაშორისო წევრობი­სათვის. მისი მისიაა მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის ტექნოლოგიების ტრანსფერის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის და სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის სტიმულირება.

 

 

57. www.researchitaly.it/en/national-technology-clusters/ - The Portal of Italian Research - იტალიის კვლევების პორტალი

ტექნოლოგიების ეროვნული კლასტერები ფართო და ინკლუზიური ქსელებია, რომლებიც მოიცავს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ძირითად საჯარო და კერძო დაწესებულებებს, მათ შორის: საწარმოებს, უნივერსიტეტებს, საჯარო და კერძო კვლევით ინსტიტუტებს, „start-up“ ინკუბატორებს და ინოვაციების სფეროში მოქმედ სხვა ერთეულებს, ფოკუსირებულს სამრეწველო კვლევებზე, ტრეინინგებზე და ტექნოლოგიების ტრანსფერზე. თითოეული გაერთიანება ფოკუსირებულია იტალიის სტრატეგიული ინტერესის შესაბამის კონკრეტულ ტექნოლოგიაზე და გამოყენების სფეროზე, რომელშიც ცოდნის, შესაძლებლობების, ქსელების და პოტენციალის თვალსაზრისით მაღალი პოზიციები უჭირავთ. ტექნოლოგიების ეროვნული კლასტერები მუდმივი კოორდინაციის, კონსულტაციების და ინფორმაციის უზრუნველყოფის მექანიზმებია ინოვაციური პროცესების დაჩქარების და ქვეყნის სამრეწველო კონკურენტუნა­რიანობის გაუმჯობესების საკითხებში წინადადებების და სტრატეგიის შემუშავებისას.

 

 

58. http://www.pactt.ch/ - Technology Transfer Office UNIL-CHVU – ქ. ლოზანას უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ტრანსფერის ბიურო (ოფისი)

PACTT წარმოადგენს ქ. ლოზანის უნივერსიტეტის (UNIL) და საუნივერსიტეტო კლინიკის (CHUV) ტექნოლოგიების ტრანსფერის ერთობლივ ბიუროს. ის ხელს უწყობს თანამშრომლობას აკადემიურ სამეცნიერო საზოგადოებას და მრეწველობას შორის. საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და მართვა, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების მართვა წარმოებასთან და სხვა ორგანიზაციებთან სათანამშრომლოდ, კვლევების შედეგების კომერციალიზაცია, ლოკალური (ადგილობრივი) „სტარტაპებ“-ის მხარდაჭერა.

 

 

59. www.tt-fr.ch – TechTransfer Fribourg - ტექტრანსფერ ფრიბურგი

ფრიბურგის უნივერსიტეტის, ადოლფ მერკლის ინსტიტუტის და ფრიბურგის ტექნიკისა და არქიტექტურის უმაღლესი სკოლის ტექნოლოგიის ტრანსფერის ბიურო (ოფისი). იგი ასრულებს აკადემიურ კვლევასა და საწარმოს შორის შუამავალი რგოლის როლს. თავის კლიენტებთან ურთიერთობაში (მკვლევარები და მრეწველები) ოფისი კვლევების მნიშვნელობას ზრდის ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის მეშვეობით. ის ხელს უწყობს წარმოებასთან კოოპერაციას.

 

 

60. http://www.unige.ch/unitec/fr/presentation/ - UNITEC - ჟენევის უნივერსიტეტის ტექნოლოგიე­ბის ტრანსფერის ოფისი

UNITEC უნივერსიტეტის მკვლევარებს, გამომგონებლებს ხელს უწყობს ტექნოლოგიების გადაცემასა და მათ კომერციალიზაციაში. აკავშირებს მათ შვეიცარიის, ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების კომპანიებთან.

 

 

61. http://www.switt.ch/adminall2/index.php - swiTT - შვეიცარიის ტექნოლოგიების ტრანსფერის ასოციაცია

ასოციაცია swiTT აერთიანებს პიროვნებებს, რომელთა ძირითადი საქმიანობაა ტექნოლოგიების ტრანსფერი და თანამშრომლობს საჯარო და კერძო კვლევით დაწესებულებებთან, უნივერსიტეტებთან და სხვა მოგებაზე არაორიენტირებულ კვლევით ორგანიზაციებთან. swiTT-ს გააჩნია ტექნოლოგიური შემოთავაზებების მონაცემთა ბანკი, რომელიც ასახავს როგორც უმაღლესი სასწავლებლების, ასევე საჯარო კვლევითი ორგანიზაციების აქტუალურ ტექნოლოგიებს. ბანკში მოცემულია შემოთავაზების მოკლე აღწერა და საკონტაქტო პირის მონაცემები.

 

 

62. https://www.unitectra.ch – UNITECTRA - ბაზელის, ბერნის და ციურიხის უნივერსიტეტების ტექნოლოგიის ტრანსფერის ქსელი

UNITECTRA-ს ქსელი ეხმარება უნივერსიტეტის მკვლევარებს, გამომგონებლებს მათი ტექნოლოგიების და ინოვაციური პროდუქტის კომერციალიზაციაში, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვარგარეთ. ტექნოლოგიების გადაცემა ხორციელდება არსებულ ფირმებთან კოოპერაციით და საუნივერსიტეტო Spin-Off firmebis დაარსებით.

 

 

63. https://www.euresearch.ch – EURESEARCH

EURESEARCH წარმოადგენს შვეიცარიის განათლების, კვლევის და ინოვაციის სახელმწიფო სამდივნოს დაქვემდებარებულ ქსელს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მიზნობრივ ინფორმაციას, პრაქტიკულ რჩევებს და ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას დაკავშირებულს ევროპულ კვლევით და საინოვაციო პროგრამებთან.

 

 

64. http://nordicinnovation.org/Publications/nordic-technology-transfer-network-for-regional-innovation/ - Nordic Innovation - სკანდინავიის ქვეყნების ინოვაციების ქსელი

ქსელის მიზანია სკანდინავიის რეგიონის ტექნოლოგიების რესურსების ურთიერთგამდიდრება და მათი ხელწვდომის უზრუნველყოფა. Nordic Innovation მიმართულია ამავე რეგიონში მცირე და მსხვილი საწარმოების, კვლევითი პარკებისა და უნივერსიტეტების ქსელის შექმნაზე.